ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დრო რომელსაც დასაქმებული ადამიანი სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად ხარჯავს სამუშაო დროდ უნდა ჩაითვალოს.
BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი პროფესიების ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც სამუშაოს შესასრულებლად სახლის დატოვება და კონკრეტულ ადგილზე მისვლა უწევთ.
ევროსასამართლოს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკაზეა დაფუძნებული, რომელიც დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
BBC-ის კორესპონდენტმა იურიდიულ საკითხებში, კლაივ კოლემანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ევროსასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი ეფექტი ჰქონდეს.
"ათასობით დამსაქმებელი არღვევს სამუშაოს განაწესს", _ აღნიშნა მან.
ადვოკატ კრის თათონის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული პროფესიების ანაზღაურების ცვლილებას გამოიწვევს."
ბევრი ადამიანი კვირაში დამატებით დაახლოებით 10 საათს მუშაობს, თუ თქვენ დაიანგარიშებთ რა დროს ხარჯავენ ისინი გზაში, მიხვდებით, როგორი დაბალია მათი ანაზღაურება სამუშაო დროსთან შედარებით", _ განაცხადა მან