"ევრობასკეთ 2015" – ზე დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები იმართება და საქართველოს ნაკრებს 20:00 საათზე მასპინძელ ხორვატიასთან მატჩი ელის. თუმცა, ეს შეხვედრა უკვე არაფრისმეტყველია ჩვენი გუნდისთვის.
საქმე იმაშია, რომ ქართველთა ერთერთმა კონკურენტმა, მაკედონიის ნაკრებმა ბოლო ტურში სლოვენიელებთან მარცხი იწვნია და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ქართველთა კონკურენტად მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრები რჩება, თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, "ნარინჯისფერებმა" ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ საბერძნეთს დღეს მოუგონ. მხოლოდ ბერძნების მარცხის შემთხვევაში რჩება ჩვენი გუნდი ჯგუფში, მიუდხედავად იმისა, ხორვატიასთან მოიგებენ თუ არა.
მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ძალიან დიდი შანსია შემდგომ ეტაპზე გავიდეთ და იქ ლიტვა – ჩეხეთის გამარჯვებულს შევხვდეთ.