10 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. C ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჰოლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, საბერძნეთის ნაკრებმა იმარჯვა 68:65. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალში გავიდა.
მანამდე საქართველოს ნაკრებმა, ანგარიშით 71:58 ზაგრებში ევრობასკეტის ერთ–ერთი მასპინძელი ხორვატიის ნაკრები დაამარცხა.
ჰოლანდია-საბერძნეთის შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, თუკი ჰოლანდია დამარცხდებოდა, იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მეოთხე დგილს დაიკავებდა და პლეი ოფის საგზურს მოიპოვებდა.
საბოლოოდ საბერძნეთმა მოიგო და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა.
მერვედფინალში, საფრანგეთში საქართველოს ნაკრები ლიტვას დაუპირისპირდება. თამაში 13 სექტემბერს გაიმართება.