ქალაქ ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დამფუძნებელი ვახტანგ მამეიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ჯილდო მას ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გადასცეს.
ვახტან მამეიშვილი 50 წელზე მეტია ხელოვნებას ემსახურება. მრავალი თაობის აღმზრდელი და ყველასათვის საყვარელი პედაგოგია.
ოზურგეთის სამხატვრო სკოლა მისი ინიციატივით 1973 წელს გაიხსნა და 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1989 წელს მისივე ინიციატივით და მხატვართა ჯგუფის თანადგომით გაიხსნა ოზურგეთის სამხატვრო გალერეა. ამავე წელს თანამოზიარეებთან ერთად ქმნის ოზურგეთის მხატვართა, არქიტექტორთა და დიზაინერთა ასოციაციას, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო.
2000 წლიდან შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების კურთხევით ეკლესიების მშენებლობის კოორდინატორია გურიის რეგიონში.