საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4,4 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 931 ტონამდე რქაწითელი, 1100 ტონამდე საფერავი, 260 ტონამდე კახური მწვანე და 2071 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
"დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც დღეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს.
ეტაპობრივად რთველში კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება და პარალელურ რეჟიმში ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური საიტიwww.rtveli2015.gov.ge", _ აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.