momxmarebeli.ge –ს ინფორმაციით, ქართული წარმოების ხორცის პროდუქტების უმეტესობა სოიოს ცხიმს შეიცავს. 2015 წლის ივლისის ბოლოს momxmarebeli.ge-მ რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი სოიოს შემცველობაზე შეამოწმა. კერძოდ შემოწდა: "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი , "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი.
"რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული. დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი აკრედიტაციის არმქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა", – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამოწმების მიზნით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ლიტვაში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა ყველა ზემოთაღნიშნული კომპანიის ნაწარმი და აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანის ეტიკეტზე სოიოს შემცველობა მითითებული არ არის.
momxmarebeli.ge-ს შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ "ნიკორას" რძიან სოსისში და მოხარშულ ძეხვში "საექიმო" სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. ამასთან, ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.
სოიოს ცილა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებაა. მისი მითითება ეტიკეტზე სავალდებულოა პროდუქტში ძალზე მცირე ოდენობით დამატების შემთხვევაშიც კი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved