იმისათვის, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში გაიმარჯვოთ, უნდა იცოდეთ, როგორ აუაროთ გვერდი ცხიმის ხაფანგებს.
იმის ნაცვლად, რომ ფანატიკურად ითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, ისინი სწორად შერჩეული პროდუქტებით შეამციროთ. ეს არც ისე ძნელია.
მაგალითად: მაიონეზი ჩაანაცვლეთ მდოგვით, დალიეთ უცხიმო რძე, სალათები შეაზავეთ არა მაიონეზით ან ზეთით, არამედ ძმრითა და მწვანილით, არაჟნის ნაცვლად მიირთვით იოგურტი, ყავა შეცვალეთ ფრეშით, ღორის ხორცის ნაცვლად კერძისთვის გამოიყენეთ ხბოს ან ინდაურის ხორცი, შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით, პური – „ხლებცის“ ფირფიტებით, თუ ნაყინი მოგენატრათ, მიირთვით სორბეტი (ხილის გაყინული წვენი), შემწვარი კარტოფილის ნაცვლად – გამომცხვარი კარტოფილი.
შოკოლადის "ბატონი' ძალიან კალორიულია, შოკოლადის სუფლე კი მხოლოდ 3 გრამ ცხიმს შეიცავს.
ბურგერი ცეხვილი პურით, მჭლე ლორით, პომიდვრითა და სალათის ფოთლებით, 70 პროცენტით ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ერთი ნაჭერი თეთრი პურითა და 2 ნაჭერი ძეხვი "სალიამით' მომზადებული ბუტერბროდი.
სარდელსა და სოსისს საქონლის ხორცით, პომიდვრითა და სალათის ფოთლით მომზადებული ჰამბურგერი გერჩივნოთ.
100 გრამი მარილიანი ჩხირები სულ რაღაც 0,5 გრამ ცხიმს შეიცავს, ამდენივე მოხალული (მარილიანი) მიწის თხილი კი – 50 გრამს.
თუ თაფლიან და ჩირიან "მიუსლის" დილის საუზმეზე მიირთმევთ, სადილამდე უზრუნველყოფილი იქნებით ენერგიით, 1 ჩაის ჭიქა სიმინდის ფანტელები კი შაქრის დღის ნორმას შეგივსებთ.