"გახდი დონორი და გადაარჩინე სიცოცხლე"- ამ დევიზით, დღეს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აქცია მიმდინარეობს. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების დახმარებით, ნებისმიერ მსურველს, სათანადო მონაცემების დააკმაყოფილების შემდეგ, შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღოს.
"– მინდა გითხრათ, რომ გურულები ძალიან აქტიურები აღმოჩნდნენ და აქციას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ოთხივე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც გადაწყვიტა და სისხლი გაიღო სხვა ადამიანის გადასარჩენად. "- გვითხრა ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დამფუძნებელმა, ნატალია კვანტალიანმა.
აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. როგორც ნატალია კვანტალიანმა გვითხრა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს აქციაში მონაწილეობა.