“გურია ნიუსის” 20 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული წერილის _ “წამმზომი ჩართულია”, საპასუხოდ
გოჩა ფასეიშვილს აქვს წარმატებული სპორტული კარიერა, მაგრამ შეგვზარა მისმა წერილმა და დამოკიდებულებამ უჩა კიკვაძის მიმართ. უჩა კიკვაძე არის მშრომელი, პატიოსანი ოჯახის შვილი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება მის პიროვნებაში. უჩა კიკვაძე ყოველთვის დგას სოფლის და ყველა წიფნარელი ოჯახის გვერდით, ჭირსა თუ ლხინში, თავისი შრომით და შესაძლებლობით. ბევრი პიროვნება, ვინც მას იცნობს რაიონის მასშტაბით, დაგვერწმუნება ამაში. ჩვენ გვეიმედება მისი და ყოველთვის ვიდგებით მის გვერდით.
ფაქტები, რომლებიც გოჩას წერილში ჰყავს მოყვანილი, ჩვენი გამოკითხვით და ინფორმაციით, არ შეესაბამება სიმართლეს. ინფორმატორი, რომელსაც გოჩა არ ასახელებს, აწვდის მას ყალბ ინფორმაციას. ჩვენ გოჩასგან მოვითხოვთ, დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რადგან, სოფელში უკვე გაჩნდა ერთმანეთის მიმართ ეჭვი, რაც კარგ შედეგს არ მოიტანს, შედეგზე პასუხი კი გოჩას მოეთხოვება. ასევე გოჩას ვთხოვთ, ჩამოვიდეს, რომ ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთ და არა გაზეთის საშუალებით.
წერილს ხელს აწერს 69 მოქალაქე