11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში მეტად საინტერესო და ეგზოტიკური კონცერტი ჩატარდა _ ამ სოფლის მკვიდრის, ბათუმში მოღვაწე ექიმის სოსო სიხარულიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, ეკვადორელმა ინდიელებმა ბუკისციხელებს საკუთარი მუსიკალური ხელოვნება უჩვენეს.
ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული სტუმრები თითქმის ორი საათის განმავლობაში აცნობდნენ ანდების კულტურას მასპინძლებს და მათი დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
კონცერტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა დაესწრო და ინდიელებთან, El Condor Pasa-ს ფონზე, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.