პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, – აღნიშნულ ინფორმაციას RADIO POLAND ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის პოლონელ კოლეგას თომსაზ სიემონიაკს შეხვდა.
სიემონიაკის თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამხედრო ძალების ფუნქციებისა და შესაძლებლობების განვითარებას.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი ხელს შეუწყობს ქართველ სამხედროებს ინგლისური ენის დაუფლებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 10-დღიანი ტური დაიწყო ევროპაში საერთაშორისო ქვეყნების მახარდჭერის მოსაპოვებლად, რომ მომავალ წელს ნატო-ს სამიტზე საქართველოს მაპი შესთავაზონ.