საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს:
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო.
რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არაერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული.
თანავუგრძნობ რეზო ჭეიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას"–ნათქვამია სამძიმრის წერილში.


































































