საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით "BOSCH"- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ "იური ჩახვაშვილი".
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. "ელიავას ბაზრობაზე" ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა "BOSCH"- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც "BOSCH"- ის ორიგინალ პროდუქციას. გამოძიების მიერ ამოღებულია "BOSCH"-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.


































































