ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალსა და ვაკიჯვარში, წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ქურდობების ფაქტებს შსს პრესსამსახურში ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ორივე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
"ადრე დილით შემოვიდა შეტყობინება სოფელ თხინვალსა და ვაკიჯვრში ლიბერთი ბანკის სეიფების დაკარგვის შესახებ. გამოძიება ორივე ფაქტთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო", _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.