ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრია დაკავებული.
ილია მალაზონია, ბესო ქათამაძე და დათო მჟავანაძე სამართალდამცავებმა ამ წუთებში დააკავეს.
როგორც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი გიორგი კვირჩილაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიის წევრებმა კანონი დაარღვიეს, რის გამოც ისინი დააკავეს.
სად გადაიყვანეს მალაზონია, ქათამაძე და მჟავანაძე, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბანერი გამოაკრეს წარწერით_ "მატყუარა მთავრობა".
დღეს, ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.



































































