"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების – ილია მალაზონიას, ბესო ქათამაძისა და დათო მჟავანაძის დააკავებას არაკონსტიტუციურად აფასებს.
"მიგვაჩნია, რომ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი, წარწერით – "მატყუარა მთავრობა", იყო მხოლოდ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ მიზეზით მათი დაკავება კი, კანონის უხეში დარღვევა”, – აცხადებენ პარტიაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები.
ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში დღის 12 საათზე, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა ღარიბაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრას მასწავლებლებიც დასწრებოდნენ.
ამავე თემაზე:
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები პრემიერს ბანერებით ხვდებიან