"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა ბორჩხაძის ინფორმაციით, ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, სამივე მათგანი დღეს, პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლის დროს სამართალდამცავებმა დააკავეს. მათ გამოაკრეს ბანერი წარწერით _ “მატყუარა მთავრობა.“ დაკავების დროს, "ნაცმოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარის გაკეთება მოახერხა:
_ ბანერის გაკვრის გამო დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები. თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში იდევნება, რადგან ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი, – თქვა დავით მჟავანაძემ.