მოვარდნილმა წყალმა ამერიკის შტატ იუტაში რვა ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის დროს 16 ადამიანი ორი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც, მოვარდნილმა წყალმა მანქანებში შეაღწია.
გარდაცვლილთა შორის უმეტესად ბავშვები და ქალები არიან.
ამ დროისთვის, 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო სამი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
როგორც ცნობილია, ეროვნული ამინდის ბიურომ წყალდიდობის შესახებ ადრევე განაცხადა, რის გამოც, ზიონის ეროვნულ პარკში კანიონები დაკეტეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც, ცაზე ისევ მზემ გამოანათა.