"ალეგრობა" ჯერ კიდევ 170 წლის წინ დაარსდა და ყოფილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, სწორედ "ოზურგეთობიდან" დაარსა თბილისობა, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს "ალეგრობა" მიულოცა.
"გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი. გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი." ამ სიტყვებით გამოხატა პრემიერმა თავისი დამოკიდებულება ადგილობრივებისადმი.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს სახალხო დღესასწაულიდან.