(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სესია გაიმართა. მართალია, თავიდან გადაწყვიტეს, რომ სესიები თვის პირველ პარასკევს გაიმართება, მაგრამ ბოლო ორ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა. სესიაზე ცნობად მიიღეს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” განცხადება სახელის შეცვლის შესახებ _ ამიერიდან ფრაქციას “ლანჩხუთელები” ერქმევა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნა კარგა ხანია აქვს ფრაქციის “მემარჯვენე” წევრს დავით წულაძეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved