"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა ბორჩხაძის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელები ოზურგეთის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გაათავისუფეს.
ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დააკავეს. მათ ქალაქის ცენტრში გამოაკრეს ბანერი წარწერით – "მატყუარა მთავრობა."
ბორჩხაძის თქმით, სამივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ, ოთხშაბათს ოზურგეთში გაიმართება.