მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა ქომაგმა, 30 წლის პარაგვაელმა ლარისა რიკელმემ უკვე მოახერხა თანამემამულე და არგენტინელი მამაკაცების "მოჯადოება", ახლა კი პერუს ჯერი დადგა.
მიმდინარე წლის ზაფხულში მომხიბვლელი მოდელი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად და დასასვენებლად ამ ქვეყანას ეწვია.
გარდა ამისა, ლარისა ინკების სამშობლოში სატელევიზიო შოუში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სავარაუდოდ, რეიტინგული გახდება, რადგან რიკელმე ნებისმიერი ამბიციური პროექტისთვის მისაღები კანდიდატურაა.