უკრაინის სახელმწიფოში შესვლა 400 ადამიანს აეკრძალა, მათ შორის ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ორი ჟურნალისტი მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის.
პოროშენკოს თქმით, შავი სიაში ის პირები მოხვდნენ, ვინც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან.
უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, BBC-იმ მედიის თავისუფლებაზე სამარცხვინო თავდასხმა უწოდა.
როგორც ცნობილია, 400-კაციან სიაში BBC-ის ჟურნალისტების გარდა, ათობით კომპანია, რუსი მინისტრები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედროები მოხვდნენ.




























































