პაკისტანის ქალაქ პეშავარში საჰერო ბაზასა და იქვე მდებარე მეჩეთზე თალიბანის მებრძოლებმა იერიში მიიტანეს.
BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები საჰაერო ბაზაზე შეიჭრნენ, ხოლო შემდეგ მეჩეთს თავს დაესხნენ.
როგორც ცნობილია, მომხდარი თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 13 თავდამსხმელი მოკლეს. გარდა ამისა, 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ჯარისკაცი.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნიდან ტერორისტების მოსაშორებლად.






























































