სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა.
დარგობრივ სტრუქტურაში ზრდის ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,3 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (14,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,3 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (3,8 პროცენტი), კავშირგაბმულობა (3,5 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-3,2 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2015 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.
"წლიური მონაცემები განსხვავდება კვარტალური მონაცემებისგან. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბერში 2015 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2015 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები", – აცხადებენ საქსტატში
































































