ცოტა ხნის წინ რუსმა ჟურნალისტებმა ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მარატ საფინი გაიხსენეს და მას მოსკოვის გარეუბანში მიაგნეს.
"ჩვეულებრივ, მშვიდ ცხოვრებას ვეწევი. ჩემთვის მთავარი ბედნიერებაა, ბედნიერების ჩემებური გაგება კი საღამოს მოკრძალებულ რესტორანში ვახშმობა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ავტომანქანაში ჩასასხმელი ბენზინის ფულის ქონაა. ჯერჯერობით ყველაფერი მაქვს და მშვიდად ვარ. მარტო ვცხოვრობ და არც ცოლის მოყვანას ვაპირებ", – განაცხადა საფინმა.
35 წლის ექს-ჩოგბურთელმა კი განაცხადა, ბედნიერი ადამიანი გახლავართო, მაგრამ რუსულმა მედიამ აღმოაჩინა, რომ საფინმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 15 მილიონი დოლარი იშოვა და თავის დროზე რომან აბრამოვიჩის ამჟამინდელი ცოლის – დარია ჟუკოვას მეგობარი კაცი იყო, მთელი ქონება ალკოჰოლში გაფლანგა.
ცნობილი გახდა რომ საცხოვრებლისა და კვების ფულს მარატს თავისი დაიკო, ასევე ყოფილი ჩოგბურთელი დინარა საფინა აძლევს.