ძველ რომში, მკვლევარებმა გათხრების შედეგად უძველესი დროიდან შემორჩენილი მართკუთხა საცხოვრებელი სახლი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, საცხოვრებელი 2013 წელს აღმოჩენილ მეხუთე საუკუნის ტაძართან ახლოს მდებარეობს.
რომში არქეოლოგიური მემკვიდრეობის ზედამხედველის, ფრანჩესკო პროსპერეტის თქმით, აღმოჩენილი საცხოვრებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარ აღმოჩენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"აღმოჩენილი საცხოვრებელი მე-6 საუკუნით თარიღდება და არქაულ პერიოდს ეკუთვნის," _ ამბობს ფრანჩესკო პროსპერეტი.
მკვლევარების თქმით, სახლის ტაძართან ახლოს მდებარეობა მეტყველებს, რომ ის ვინც ამ სახლში ცხოვრობდა წმინდა ადგილზე ზრუნავდა.































































