დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში სოფელ ბახვის და სოფელ ოზურგეთის სკოლების კურსდამთავრებულები ნატა ბაჯელიძე და სალომე მიქატაძე 3000-3000 ლარით დაჯილდოვდნენ.
როგორც ცნობილია, ამიერიდან იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ, მუნიციპალიტეტი 3 000 – 3 000 ლარით დააჯილდოვებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ზოგადი განათლების წახალისება და წარმატებული მოსწავლეების სტიმულირება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია." მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ გვყავს გამორჩეული მოსწავლეები და არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებმაც დღეს ასეთი სიამაყის მიზეზი მოგვცეს."– განაცხადა ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ თქმით, მართლაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ყველა რესურსი ჩაიდოს განათლებაში, რადგან მომავალში ეს ინტელექტის სახით ჩვენს მუნიციპალიტეტს, ქვეყანას დაუბრუნდება.
" ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემი კოლეგებისგან, სხვადასხვა ქალაქიდან და ყველას აინტერესებდა, როგორ განხორციელდებოდა ეს პროექტი. ეს ძალიან კარგი წამოწყება იყო და დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის და სოფელ ოზურგეთის წარჩინებული კურსდამთავრებულები 3000-3000 ლარით დაჯილდოვდნენ." _ თქვა შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ლელა იმედაშვილმა.
შეხვედრას გურიის მახრის გუბერნატორი გია სალუქვაძე ესწრებოდა, რომელმაც ორივე წარჩინებულ ახალგაზრდას პატრიარქის ეპისტოლეები უსახსოვრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებს უფრო მეტი ოზურგეთელი მიიღებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერილი – წარმატებული აბიტურიენტის წახალისებისა და სტიმულირების პროექტის ინიციატორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა.
































































