(პალიტრა TV) _ “ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო როცა გავიცანი, როცა მამამისის კამაზი იყო მთელი მათი შემოსავალი, ეჭვი მაქვს ისეთივე გაღლეტილია დღეს. ვანო მერაბიშვილის დედა ცხოვრობს იმავე სახლში და იმავე პირობებში, როგორშიც ცხოვრობდნენ მაშინ, როცა ვანო იზრდებოდა” _ ასე პრეზიდენტმა გია ცაგარეიშვილის გამოსვლას უპასუხა, რომელმაც პრეზიდენტს კარიერის დასაწყისი შეახსენა და მთავრობის წევრებს კორუფციაში დასდო ბრალი და მათი სახლების სურათები სააკაშვილს გადასცა.