საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება, – ამის შესახებ სუხიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გიორგი ოქროპირიძე (ოქრიკა) პატიმრობაში რჩება! საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის პატიმრობაზე არ ვრცელდება!!!", _ წერს სუხიაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა ბრალდებულს, რომელსაც წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეზე მეტი აქვს, უნდა გათავისუფლდეს.


































































