"2016 წელი არის ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალური ვადა", _ ამ სიტყვებით მიმართა გიგი უგულავამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს 2016 წელს მშვიდობიანი საარჩევნო გზით ჩამოაშორებენ ქვეყანას.
"ჩვენ ბეჭებზე დავდეთ ივანიშვილი და მისი უმეცარი ხელისუფლება, ეს ორი დღე მთელ საქართველოს დაუდასტურეს, რომ მათ ქვეყანაში არსებული პრობლემები არ ანაღვლებთ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდეთ ციხეში. სხვანაირად ვერ აიხსნება ის აღვირახსნილი ისტერია. იმ ადამიანს ჰგონია რომ თავისუფლება დიდ სივრცეში ჯდომაშია, თავისუფლება სამ კვადრატულ სივრცეში რომ იჯდე მაინც უფრო მეტად თავისუფალი ხარ, ვიდრე იმ დიდ სასახლეში", _ აცხადებს გიგი უგულავა.
ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს ნუ ექნებათ "საპანაშვიდო" განწყობა და სთხოვა მათ, რომ იყვნენ გაღიმებულები და მტკიცე საკუთარ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამავე საქმეში ბრალდებული დავით კეზერაშვილი კი გაამართლა.















































.jpg_11635.jpg)














