"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ოზურგეთში იმყოფება და ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.
"ერთი მხრივ, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი. მეორე საკითხია ის, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ნდობა დაკარგულია. პროკურატურა გროტესკულ მდგომარეობაშია, ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ წავიდეს ეს უუნარო ხელისუფლება და პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი ძალები. რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკური კოლაფსი.
ყველა საქმე უნდა იყოს მიუკერძოებლად გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. ადამიანურად ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო., მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველას გვაქვს უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა და ეს ამ ხელისუფლების ბრალია." –განაცხადა ალასანიამ.






























































