ოზურგეთში მყოფმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ყველაზე მეტი ფოტო ბავშვებთან გადაიღო. სწორედ ამ დროს მოხდა კურიოზი. ერთ-ერთმა ბავშვმა, თავის მეგობარს ირაკლი ალასანიასთან ფოტოს გადაღების შემდეგ, ნიშნის მოგებით, ხუმრობით მიმართა: "შენ, ხომ გადაიღე ირაკლი ღარიბაშვილთან "ალეგრობაზე" ფოტო, მე ირაკლი ალასანიასთან გადავიღე!"
შენიშვნა: ზემოთმოყვანილ ტექსტში ნახსენები ბავშვები არ არიან ფოტოზე გამოსახული.