ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის მიესალმება პარლამენტში არსებულ კონსენსუსს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე.
"ბატონო თავმჯდომარევ,
მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი დელეგაციის მიღებისთვის თბილისში. მადლობას გიხდით, ჩვენს შეხვედრაზე საპარლამენტო პარტიების როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლების ჩართულობისთვის.
მივესალმები პარლამენტში არსებულ კონსენსუსს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს. მსურს, მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის დროს პარლამენტმა ქართული დემოკრატიის მშენებლობაში უფრო ძლიერი როლი შეიძინა.
წარმატებებს გისურვებთ უფრო ძლიერი პარლამენტის ჩამოყალიბებასა და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში ქართველი ხალხის სასარგებლოდ", _ აღნიშნულია უსუფაშილისთვის გამოგზავნილ წერილში.