საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.
აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრული პასპორტის გაცემის საფასური აქციის პერიოდში 70 ლარი იქნება და განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved