https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროკურატურა უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

12:09; 22.09.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

2015 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ე.წ  "თბილსერვის ჯგუფისა" და ე.წ. "რიყის" ეპიზოდების განხილვა და ბრალდებული გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო.

გიორგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,"თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით  და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მოცემულ საქმეზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების 87 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის რგოლში დასაქმებული თანამდებობის პირები და კოორდინატორები, რომელთა ჩვენებებითაც, დადასტურდა, რომ ქ. თბილისის მერმა გიორგი უგულავამ 2010-2011 წლებში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების, ე.წ. კოორდინატორების მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაწეული პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად, საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "თბილსერვის ჯგუფში" ფიქტიურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 712 საშტატო ერთეულით, სადაც ფიქტიურად გააფორმა ზემოხსენებული 712 კოორდინატორი, მაშინ როდესაც ისინი რეალურად შპს "თბილსერვის ჯგუფის" სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებდნენ. ამრიგად, ქ. თბილისის მერის გიორგი უგულავას მხრიდან, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიფლანგა 4 196 756 ლარი.

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი ანალიზით და მოწმეთა ჩვენებებთან სრული თანხვედრა სასამართლომ უტყუარად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულ გ.უგულავას მიმართ.

სასამართლომ მეორე ეპიზოდზე, რომელიც შეეხება ე.წ "რიყის" ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდს, სასამართლომ ორივე ბრალდებულის გ.უგულავას და დ.კეზერაშვილის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი;  გიორგი უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, ხოლო დავით კეზერაშვილს ამავე კოდექსის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

აღნიშნულ ეპიზოდზე, ბრალდების მხარე გ.უგულავას და დ.კეზერაშვილს ედავებოდა, რომ 2008 წლის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა – დავით კეზერაშვილმა, განიზრახა ბიზნესმენ ჯოზეფ კეისთან არსებული ფინანსური ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრულება, რისთვისაც დაუკავშირდა იმჟამინდელ ქ.თბილისის მერს – გიორგი უგულავას, რათა ამ უკანასკნელს ქ.თბილისის მთავრობის სახელით მოეხდინა ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე კერძო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გამოსყიდვა, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას დავით კეზერაშვილი მისცემდა კანონიერ სახეს და გადასცემდა ჯოზეფ კეის.

აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ 2008 წლის 29 დეკემბერს გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილთან შეთანხმებისამებრ გამოსცა №25.01.869 დადგენილება, რომლის თანახმადაც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს "ახალ რიყესთან" შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, კერძოდ კი 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა 2006 წლის 06 ივნისს აუქციონის წესით შპს "ახალ რიყეზე"  7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. გიორგი უგულავას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ფულადი თანხა, რაც მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა მოხმარებოდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას.

მას შემდეგ, რაც შპს "ახალი რიყისათვის" ანაზღაურებულ იქნა ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ რიყის ტერიტორიის შესაძენად დახარჯული 7 000 000 აშშ დოლარი, დარჩენილი, დანაშაულებრივი გეგმის შედეგად გაფლანგული 10 000 000 აშშ დოლარის ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კუთვნილ კომპანია "LAKEBROW LIMITED"-სა და შპს "ახალი რიყეს" შორის დაამზადა ფიქტიური ხელშეკრულება მმართველობითი და ოპერაციული მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით ითვალისწინებდა 10 000 000 აშშ დოლარის გადახდას. მოჩვენებითი ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო, დავით კეზერაშვილთან  შეთანხმებით,  2009 წლის 12 თებერვალს  შპს "ახალი რიყის" მიერ 10 000 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის შედეგად დარჩენილი 8 811 189 აშშ დოლარი გადაირიცხა ჯოზეფ კეის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გამამართლებელ ნაწილში, ე.წ. "რიყის" ეპიზოდზე არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

ხსენებული პროცესის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ადვოკატები, რომლებმაც თავის მხრივ 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის საქმის მასალების არ ცოდნის მოტივით), 9-ჯერ თქვეს უარი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. მსგავსი ქმედებებით დაცვის მხარემ შეძლო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურება სექტემბრამდე და რომ არა დაცვის მხარის მსგავსი ქმედებები ხსენებული საქმის განხილვა დასრულდებოდა რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორებმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრეს და მოუწოდეს დაცვის მხარეს რომ შეეწყვიტა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, თუმცა კი სხვა მხრივ ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას რეალურად ჩარეულიყო  საქმის მიმდინარეობაში.

პარალელურად გ.უგულავას დაცვის მხარემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით 2015 წლის 30 აპრილს, რომლზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 17 სექტემბერს. აქვე გვსურს განმვარტოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 9 თვიანი საპატიმრო ვადის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით საპროცესო კოდექსის ერთი კონკრეტული მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას, არ უკავშირდებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად არ ცვლიდა ბრალდებულ გიორგი უგულავას სამართლებრივ სტატუსსა და მდგომარეობას, ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ ჰქონია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ბრალდების მხარდაჭერას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გიორგი უგულავას ბრალდების სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერად მუშაობის პერიოდს:

2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ივანე მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას ჩარევით ქართულ ტელებაზარზე მიმდინარე მოვლენებს, რაც გამოიხატა ტელეკომპანია იმედის დაუფლებისა და მთაწმინდის პარკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის საკითხებს;

 2009-2013 წლებში შპს "სიტი პარკის" სასარგებლოდ მისი, როგორც იმჟამინდელი მერის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რის შედეგადაც სახელმწიფომ ვერ მიიღო 1 086 718 ლარი;

  2011-2012 წლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, პარტიის კოორდინატორების დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად ქ.თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს. 

   სასამართლო განხილვების მიმდინარეობის პარალელურად, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში, გიორგი უგულავამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და გიორგი ღონიაშვილთან ერთად განახორციელა 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აგრეთვე ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ განახორციელა იძულება და მასობრივი არეულობის ორგანიზება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13 სექტემბერი, 2026

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო