სფფ-ს აღმასკომმა გადაწყვეტილება მიიღო _ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს. კადრი, რომელიც გრფფ-ს პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ ერთპიროვნულად შეარჩია და რის გამოც მასსა და ფედერაციის გამგეობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ებრალიძის გადაწყვეტილება გამგეობის წევრებმა ტრუბუნალში გასულ კვირას გაასაჩივრეს. ტრიბუნალმა ებრალიძის გადაწყვეტილება გააუქმა და ფედერაციას ახალი სხდომის ჩატარება დაავალა. სხდომა გამგეობის წევრებმა ჩაატარეს და მას ებრალიძე არ დასწრებია. სხდომაზე დელეგატად იური ჩხაიძე აირჩიეს.
სწორედ ჩხაიძის დელეგატობა უნდა გადაეწყვიტა დღეს აღმასკომს, თუმცა, როგორც გაირკვა, გამგეობის წევრების მიერ შედგენილი ოქმი არალეგიტიმური იყო (დებულებაში აღნიშნულია, რომ სხდომას ფედერაციის პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს) და დელეგატად ტყებუჩავა დარჩა.
როგორც ცნობილია, ებრალიძე რევაზ არველაძეს უჭერს მხარს და შესაბამისად, მის მიერ შერჩეული დელეგატი ხმას ამ უკანასკნელს მისცემს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, დღეს დელეგატის დამტკიცების ბოლო დღე იყო.
ამავე თემაზე: გურიის ხმა ისევ სადაოა _ გრფფ-ს პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს შორის დავა გრძელდება; გურიას ახალი დელეგატი და პრეზიდენტობის ახალი ფავორიტი კანდიდატი ჰყავს; გრფფ-ს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე _ "ყველაფერი შესაძლებელია"; სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას; “სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ“ _ რა წერია გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში