გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ განახორციელა პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება.
ასევე უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზანი, რომელიც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და ინკლუზიურ ინსტიტუტებს ეხება.
"გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას. საქართველოში ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის კონსოლიდაციას, რომელშიც თავმოყრილი იქნება რეგულაციები ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად .
მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელსაც ჩვენ ყველას ვუსურვებთ. ეს გზა გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით." – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.