ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში ერთი საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
ამ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგად იტალიაში ქორწინება საშუალოდ 15 წელი ძლებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში იტალიაში 88191 განშორება და 54160 განქორწინება დაფიქსირდა.
2005-2014 წლებში იტალიურ წყვილებს შორის განშორებამ მოიმატა 68%-ით, ხოლო განქორწინება თითქმის გაორმაგდა.თუ 2005 წელს ყოველ ათას ქორწილზე 158 განშორება და 80 განქორწინება იყო, გასულ წელს უკვე 307 განშორება და 182 განქორწინებაა(წლევანდელი მონაცემები ჯერ არ დათვლილა). ქორწინების დაშლის 85% წყვილების ურთიერთთანხმობით ხდება.
განშორების საშუალო ასაკი: მამაკაცისთვის 45, ქალბატონისათვის 42 წელია.
განქორწინების საშუალო ასაკი: მამაკაცისთვის 47, ქალბატონისთვის 44 წელია.
ყველაზე საინტერესო ისიც არის, რომ პროცენტული რაოდენობით განშორება თუ განქორწინება ყველაზე მაღალი არის 60 წელს გადაშორებულ წყვილებს შორის.