თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიისას დაზიანებული ტანვარჯიშის არენის გასარემონტებლად, თანხა უკვე გამოყოფილია.
ამის შესახებ ლექვინაძემ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 13 ივნისის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
"ერთ-ერთი სპორტული ობიექტი, რომელიც თბილისის სტიქიის დროს დაზიანდა ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის დარბაზი იყო. რამდენიმე დღის წინ , ვი თი ბი ბანკმა გამოყო 500 ათასი ამერიკული დოლარი, რომლითაც მთლიანად გაკეთდება დარბაზის რეაბილიტაცია და დარბაზს სიმბოლურად "ვი თი ბი არენას" ვუწოდებთ", _ აღნიშნა ლექვინაძემ.