შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა.
პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც ჩადენილი მკვლელობა აღიარა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.