ლანჩხუთში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ. “გურია ნიუსი” წერდა, რომ ამ პოსტზე გია ქურიძე დაინიშნა. ეს ფაქტი თავად გია ქურიძემ დაგვიდასტურა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი ან მოატყუეს, ან იჩქარა და არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა. დღეს, მასთან ერთად, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.