ავსტრალიისა და მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, ავსტრალიელი ლამაზმანი ლორენ იგლი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალ მოკრივედ არის მიჩნეული.
WBF-ის ვერსიით, ლორენი 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს, ხოლო ავსტრალიაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაშია აბსოლუტური ჩემპიონი.
სპორტის გარდა, ლორენი მოდელობით არის დაკავებული და 2004 წელს იგი "მის თინეიჯერ ავსტრალიის" ტიტულის მფლობელი გახდა.
ცნობისთვის, ლორენის მეგობარი ბიჭი ავსტრალიური რაგბის ვარსკვლავი ტოდ კარნია.