https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაარღვიეს თუ არა კანონი გურულმა “ნაციონალებმა”

11:03; 4.03.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კანონი შეზღუდვებს უწესებს ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიასთან.

“გურია ნიუსმა” გასულ კვირას, ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის და იმავდროულად ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზაურ ოსეფაიშვილის ფოტო მოიპოვა, რომელიც ოსეფაიშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მასზე ამაღლების რწმუნებული ოთარ დოლიძე და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, მალხაზ წიქორიაცაა აღბეჭდილი, რომლებსაც ერთ-ერთ ოჯახში საჩუქრები მიაქვთ. ფოტოზე გაკეთებული წარწერის თანახმად, საჩუქრები გამგეობამ და საკრებულოს მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონში შესული ცვლილების თანახმად, დასჯადია პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაკეთებული ყველა სახის ქველმოქმედება. ზაურ ოსეფაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საჩუქრები პარტიის სახელით არ გაუკეთებია.

_ ბატონო ზაურ, თქვენი ფეისბუქის გვერდზე, 27 იანვარს გამოქვეყნებულია ფოტო, სადაც თქვენ, სოფლის რწმუნებულს და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს საჩუქრები მიგაქვთ ერთ-ერთ ოჯახში. ფოტოზე გაკეთებული წარწერის თანახმად, ეს იყო გამგეობის და საკრებულოს საახალწლო საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ეს კანონის დარღვევა არ არის?

_ რატომ?

_ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში გარკვევით წერია, რომ პარტიების წარმომადგენლებს ყველა სახის ქველმოქმედება ეკრძალებათ…

_ პარტია რა შუაშია. მე ვარ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მე იქ პარტიული ნიშნით არ მივსულვარ.

_ თუმცა, თქვენ პარტიის პოლიტიკური მდივანიც ხომ ხართ?

_ მერე რა მნიშვნელობა აქვს?! მე ვარ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. აქცია იყო გამგეობის და საკრებულოს და არა პარტიის.

_ პარტიასთან გაიგივებული – პირდაპირ კავშირში მყოფი პირი რომ ხართ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს ამ კანონის მიხედვით?

_ ეგ კანონში ჩაიხედეთ და თქვენ გაარკვიეთ, _ დარიგება არ დაიშურა ოსეფაიშვილმა.

იმის დასაზუსტებლად, თუ როდის მოხდა საჩუქრების გადაცემა, ჩვენ ფოტოზე აღბეჭდილ დანარჩენ პირებსაც დავუკავშირდით. მალხაზ წიქორიას თქმით (რომელიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია “გურია ნიუსთან” საუბარში), ეს იყო საახალწლო პერიოდი:

_ ზუსტად არ მახსოვს როდის იყო. საახალწლოდ იყო.

_ ახალი წლის დღეს თუ კონკრეტულად როდის?

_ ზუსტად არ მახსოვს რა დღე იყო. ახალ წლამდე იყო.

_ 30 თუ 29 დეკემბერს?

_ 29, 30 თუ 31 ზუსტად არ მახსოვს. საახალწლოდ იყო ნამდვილად, _ გვითხრა წიქორიამ.

საყურადღებოა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, აღნიშნული საჩუქრებისთვის ფული ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა:

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პირადი შემოწირულობებით საახალწლო ნობათი გავუკეთეთ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელშიც გურიის გუბერნატორიც სიამოვნებით შემოგვიერთდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა.

იმავეს ადასტურებს ამაღლების რწმუნებული, ოთარ დოლიძე. მისი თქმით, საჩუქრები “ჯიბის ფულით” შეიძინეს:

_ ეს იყო საახალწლოდ, ქველმოქმედების მიზნით.

_ რიცხვი გახსოვთ?

_ წინა დღეები იყო. ზუსტად არ მახსოვს.

_ 28, 29, 30 თუ 31 დეკემბერი?

_ ასე იქნებოდა.

_ უფრო ადრე ხომ არა?

_ არა. უფრო იქით არა.

_ ეს პარტიის სახელით გააკეთეთ თუ გამგეობის?

_ გამგეობის, ფული ავკრიფეთ და ვიყიდეთ რაღაცები.

_ თქვენ პარტიის წევრი თუ ხართ?

_ ნაციონალების? ოფიციალურად არ ვარ და რა თქმა უნდა მხარდამჭერი ვარ, _ დააზუსტა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ გურიის ახალგაზრდულ გაზეთში “21-ს ქვევით”, 2012 წლის პირველ ნომერში, დაიბეჭდა გამგეობის პრესამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საჩუქრების დარიგება 31 დეკემბერს მოხდა: “31 დეკემბერს, გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ სოფელ ქვენობანში გელა ანდღულაძის და სულიკო ვაშაყმაძის მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ამავე დღეს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ 11 მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა და გამგეობის სამსახურის უფროსებმა საახალწლო ნობათები გადასცეს,” _ წერია გამგეობის პრესამსახურის მიერ მოწოდებულ და გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს:

_ მიჭირს პასუხის გაცემა არის თუ არა ეს კონკრეტული შემთხვევა კანონდარღვევა. უმჯობესი იქნება, წერილობით მოგვმართოთ. მე კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვარ. ჩვენთან არსებობს იურიდიული სამსახური, სხვა სამსახურებიც, რომლებიც თქვენს განცხადებას შეისწავლიან და საფუძვლიან პასუხს გასცემენ, _ გვითხრა ვეფხვაძემ და ჩვენ ასეც მოვიქცევით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელის, ნინა ხატისკაცის თქმით, ასეთ ფაქტებზე კონტროლის პალატამ რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინოს: _ 2011 წლის 29 დეკემბრის შემდეგ, პირდაპირ ან არაპირდაპირ პოლიტიკურ კავშირში მყოფი პირების მიერ, ფასიანი ქაღალდების ან სხვა სახის ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. კანონში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიებს და მათთან ასოცირებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის საჩუქრის გადაცემა, გარდა პატარა გამონაკლისისა _ თუ ეს არის პარტიის სიმბოლიკა. ვთანხმდებით იმაზე, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, ასეთი ტიპის ქმედება პოლიტიკური მიზნით, პოლიტიკური პარტიის მიერ სხვა პირის მეშვეობით არის დარღვევა. თუმცა, აქ ერთ მცირე დეტალთან გვაქვს საქმე: სისხლის სამართლის კანონის ეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უკვე სანქციას _ ჯარიმას ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ძალაში შევიდა 12 იანვარს. ანუ 29 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი _ ეს ქმედება არის აკრძალული კანონით, თუმცა, მასზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან სხვა ტიპის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ეს არის საკითხი, რომელზეც კონტროლის პალატამ უნდა მოახდინოს რეაგირება და უნდა მიუთითოს პარტიას და მის წარმომადგენელს, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. თქვენ ჩამოთვალეთ ადამიანები, თანამდებობის პირები, რომლებიც არიან ერთის მხრივ კონკრეტულ საჯარო უწყებაში დასაქმებულები და მეორეს მხრივ არიან პოლიტიკური ნიშნით წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც თავის პოლიტიკურ კუთვნილებას თუნდაც სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას არ ერიდებიან. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რომ პარტიასა და ხელისუფლებას შორის პრაქტიკულად ზღვარი არ არსებობს, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ასოცირდებიან პარტიასთან, შემდგომში ასეთ ერთჯერად საჩუქრებს გადასცემენ. ასეთი ტიპის საჩუქრების გადაცემა, აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური მიზნით საჩუქრის გაკეთება. ასევე, ეს არის პარტიის მიერ, მისი წარმომადგენლების მეშვეობით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.

თითეულ პარტიას, კანონის დღევანდელი რედაქციით აქვს საშუალება 5000 ლარის ფარგლებში დაარიგოს წლის განმავლობაში საჩუქარი. ამიტომ, როცა ჩვენ კონტროლის პალატას მივმართავთ, ვთხოვთ დაადგინოს ეს ქმედება, ერთი პარტიის, ამ შემთხვევაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში აცდა თუ არა 5000 ლარს ქვეყნის მასშტაბით. ფაქტია, რომ 5000 ლარი უკვე დახარჯულია.

თუკი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ საჩუქრის დარიგება მისი ჯიბის ფულით გახორციელდა, კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე და ეს ერთმნიშვნელოვნად ამომრჩევლის მოსყიდვაა. თუ ეს საჩუქრები ხორციელდება პირადი ფინანსებიდან, აქ უკვე ორი აზრი არ არის _ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხატისკაცმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, შესაძლებელია ამ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის კვალიფიკაცია მიეცეს:

_ როცა სოციალური დახმარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა, იგი გამგეობის ან საკრებულოს სახელით უნდა დარიგდეს და არა ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ თუ ფიზიკური პირი აკეთებს საჩუქარს და ამავდროულად პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირია, საჩუქრის გადაცემას ამომრჩევლის მოსყიდვის კვალიფიკაცია აქვს. 2012 წლის 12 იანვრიდან, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის მოსყიდვა 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ ამას და კანონმდებლობაში შეტანილ სხვა აბსურდულ ცვლილებებს აპროტესტებს სამოქალაქო კამპანია “ეს შენ გეხება”, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნაციონალური მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებს

ჩოხატაურში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო