ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობა , საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები, საჯარო სკოლის დირექტორის სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას, დაბა ნასაკირალის ცენტრში აპროტესტებდნენ.
საჯარო სკოლის დირექტორს ამავე სოფელში მცხოვრები ამირან შავაძის ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდა და გოგიტიძის გათავისუფლება მოითხოვა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების #1|კ 595 30.09.2015წ. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს სპარტაკ გოგიტიძეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
მოსახლეობასა და ამირან შავაძის ოჯახს შორის შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები, აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახებაც.
ცენტრში შეკრებილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების განცხადებით, სკოლა არ განახლდება მანამ, სანამ არ დააბრუნდება თავის ადგილზე დირექტორი.