იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ასე აფასებს: "იყო მცდელობა, რომ რეზოლუციის ტექსტში პირდაპირ მოეწოდებინა ასამბლეას, რომ საქართველოს მოსამართლემ ციხიდან გაუშვას უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია. ეს ჩანაწერი ამ რეზოლუციაში ასეთი სახით ვერ მოხვდა და ეს იყო ჩემთვის მთავარი. დანარჩენი არის დეტალები. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება გამოიტანა და ამ მხრივ კანონი უნდა გასწორდეს, ეს ისედაც ვიცით. წლის ბოლომდე გასწორდება კიდეც და ეს არ არის პრობლემა. მთავარია ის, რომ ვერავინ ვერ მიუთითებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარედან ქართველ მოსამართლეს ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან და ვინ – არა. ეს მოწოდება რეზოლუციიდან ამოვარდნილია. მთავარია, რომ არ არის მოწოდება და მითითება ქართველი მოსამართლისადმი, თუ როგორ მოიქცეს და არ არის დაკნინებული ის რეფორმები, რასაც ჩვენ ვატარებთ. პირიქით, რეზოლუციაში წერია, რომ შემცირებულია წინასწარი პატიმრობები, მაგრამ ყველა წევრ ქვეყანაში უფრო მეტია გასაკეთებელი."- განაცხადა წულუკიანმა
Developed By Web Features 2024 © All rights reserved