ამერიკული მასმედიის მტკიცებით, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ცათამბჯენში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სილვეინ მიროჩნიკოფმა და რებეკა მერსერმა სარეკორდოდ დიდი საცხოვრებელი ბინა შეიძინეს, რომლის მასშტაბებმაც ბევრის მნახველი ამერიკელებიც კი გააკვირვა.
მათ რივერსაიდის ბულვარში მდებარე შენობაში 3 სართულზე განლაგებული 6 ელიტური ბინა შეისყიდეს და ერთ ბინად გაერთიანებას აპირებენ.
საცხოვრებელი ბინის ფართობი, რომელშიც 17 საძინებელი ოთახია, 1,3 ათასამდე კვადრატული მეტრია, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქ ნიუ-იორკის მერის რეზიდენცია და მეოთხედით დიდი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაზე თეთრ სახლში.
სილვეინ მიროჩნიკოფსა და რებეკა მერსერს 16 თვე და 28 მილიონი დოლარი დასჭირდათ იმისთვის, რათა 41-სართულიან ცათამბჯენში, რომელიც მდინარე ჰუძონს გადაჰყურებს, 6 აპარტამენტი შეეძინათ.
ისინი კიდევ უფრო დიდი ფართობის შეძენასაც აპირებდნენ, მაგრამ მეზობელი ბინების მფლობელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს თავიანთი საკუთრების გაყიდვაზე. რეალტორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა წყვილის ახალი საცხოვრებელი ბინა ყველაზე დიდია მსოფლიოში.