ცოტა ხნის წინ გერმანელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთადერთი ფეხბურთელი ნაკრებში, რომელიც მატჩის წინ ეროვნულ ჰიმნს არ მღერის, მესუთ იოზილია. თურქული ფესვების მქონე მოთამაშე ჰიმნის დროს მუნჯივით დგას და მისმა "სიჩუმემ" კითხვები გააჩინა.
"არ ვიცი, რატომ არ მღერის იოზილი ჰიმნს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენს დროს ყველა მღეროდა და ეს ძალიან გვმუხტავდა", – განაცხადა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა.
"განსაკუთრებული არაფერი ხდება. როცა გუნდი ჰიმნს მღერის, მე ლოცვას ვიწყებ და ღმერთს როგორც ჩემი გუნდის, ისე თანაგუნდელების ჯანმრთელობასა და მატჩის მოგებას ვთხოვ. თუ ეს ასე გაღელვებთ, მზად ვარ, უახლოეს მატჩში ჰიმნი ვიმღერო, მომდევნო შეხვედრიდან კი ისევ ლოცვაზე გადავალ", – განაცხადა იოზილმა.