https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არსებობს ეჭვი, რომ “რუსთავი 2–ის” წინააღმდეგ წარმოებული დავის მიზანი მისი საქმიანობის შეჩერებაა”

21:10; 2.10.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შემაშფოთებელს უწოდებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

  "უკიდურესად შემაშფოთებელია უკანასკნელი თვეების მანძილზე „რუსთავი 2-ის", ყველაზე რეიტინგული და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგად ტელეკომპანია საქმიანობის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს, მის ყველა შტოს, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სახელმწიფოში პლურალისტური მედიის არსებობა, რაც სამართლიანი არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

არსებობს საფუძვიანი ეჭვი, რომ "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ წარმოებული კერძო სამართლებრივი დავის ძირითადი მიზანი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება ან თუნდაც შეჩერებაა. აღნიშნული სათავეს იღებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისგან. მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ნეგატიური დამოკიდებულება და უკმაყოფილება კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის საქმიანობის მიმართ. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ გამოხატა დაინტერესება "რუსთავი 2-ის" მფლობელობის საკითხისადმი, გააკეთა რა განცხადებები მისი "კანონიერი" თუ "უკანონო" მესაკუთრეების შესახებ. შესაბამისად, იქმნება რეალური შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, "რუსთავი 2-ის" მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღების შესახებ, ხსენებული დაინტერესების ლოგიკური გაგრძელებაა.    

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2015 წლის 30 სექტემბერს მიიღო განჩინება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი შპს "საქართველოს" წილების დაყადაღების შესახებ. საქმე ეხება იმ წილებს, რომლებსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის მხრივ, კომპანიის წილები "რუსთავი 2-ში" დაყადაღდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინების საფუძველზე. ამდენად, ამჟამინდელი მდგომარეობით, დაყადაღებულია შპს "საქართველოს" ყველა წილი – ისინი, რომლებიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან.

უნდა განიმარტოს, რომ ყადაღა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად,მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას[1].

ამავე კოდექსის თანახმად, ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება, შეიძლება დაედოს ქონებას, ფასიან ქაღალდებს თუ ფულად სახსრებს, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხა პირთან.[2]

2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა არა მოპასუხეს, არამედ მოპასუხის მფლობელ კომპანიას, რომელსაც კავშირი არ აქვს სასარჩელო მოთხოვნასთან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსის უგულებელყოფა. კერძოდ, დაყადაღებული ქონება არ იყო რა კავშირში მოპასუხე კომპანიასთან, მის გასხვისებას შეუძლებელია რაიმე საფრთხე შეექმნა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი შპს "საქართველოს" წილების დაყადაღების თაობაზე მიმართვა უკავშირდება ხსენებული კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებას,  იმ საკუთარი წილების გასხვისების შესახებ, რომელიც არ იყო დაყადაღებული იმჟამინდელი მდგომარეობით. ამ შინაარსის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრს მიმართეს 2015 წლის 29 სექტემბერს.  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „საქართველოს" კუთვნილ ქონებაზე დადებული გარიგება ითვალისწინებდა მეორე მხარის მიერ მხოლოდ რუსთავი 2-ის საწესდებო კაპიტალის ზრდას დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისთვის. ამგვარი მოცემულობით, აშკარაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყადაღა, მოსარჩელისა და სასამართლოს ხელში იქცა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების, ფინანსური რესურსების შეზღუდვისა და შედეგად, საქმიანობაში ხელშეშლის საშუალებად. მით უმეტეს, რომ ტელეკომპანიას არ გააჩნია ფინანსური ვალდებულებების აღების სამართლებრივი შესაძლებლობა. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის" წარმომადგენლების განცხადებით, შემოსავლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაც ითვალისწინებდა ტელეკომპანია „საქართველოს" წილების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინების შემდეგ კი, აღნიშნული შესაძლებლობაც აღარ არსებობს.

იმავდროულად, ეჭვს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრისათვის 2015 წლის 29 სექტემბერს მიმართვის საფუძველზე, 2015 წლის 30 სექტემბერს უკვე იქნა მიღებული განჩინება, ხსენებული ხელშეკრულების საგნის – ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღების შესახებ.

გარდა ამისა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის", ანუ მოპასუხის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა პრეტენზია მოსარჩელის განცხადების განმხილველი მოსამართლის მიმართ. როგორც 2015 წლის 6 აგვისტოს, ისე 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებები ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების შესახებ, მიღებული იქნა ხსენებული მოსამართლის მიერ.

ზემოხსენებულის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოებას პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან არ მიწოდებია დამაჯერებელი არგუმენტები თუ განმარტებები, რომელიც არსებულ ეჭვებს გააქარწყლებდა.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობის მეშვეობითაა შესაძლებელია ყველა შეხედულება და პოლიტიკური პერსპექტივები იქნეს გაჟღერებული. ხოლო დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების უპირობო საფუძველს, კანონის უზენაესობასთან ერთად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის არსებობა წარმოადგენს."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად დაფიქსირდება ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3 თებერვალი, 2026

ოზურგეთის მერმა ანსამბლ "გურიას" წევრებს მედლები გადასცა

პოლიციის გვერდით ბანკის ტერმინალი გაძარცვეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4.02.2026
საზოგადოება

სად დაფიქსირდება ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:04; 4.02.2026
ზაფრანი

ვის შეუძლია სხვების აზრების წაკითხვა

10:00; 4.02.2026
ზაფრანი

რა ფერის უნდა იყოს თქვენი საფულე 

9:58; 4.02.2026
ზაფრანი

რითაა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი სხვაზე უკეთესი

9:55; 4.02.2026
ზაფრანი

ჩინური ჰოროსკოპის ყველაზე იღბლიანი ნიშნები

9:53; 4.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო