ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერი, შოთა ყულჯანიშვილი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერმა, შოთა ყულჯანიშვილმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში დახმარებისა და სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.